მწვრთნელის თქმით, აღნიშნულ მატჩში ტრიბუნებიდან მისი შეგირდების მისამართით არ უსტვენდნენ.
20 ივნისს რიო დე ჟანეიროში გამართული B ჯგუფის მატჩიც, როგორც სხვა შეხვედრების დიდი ნაწილი, საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა. ბრაზილიელები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებასა და კონფედერაციათა თასისა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულ დიდ დანახარჯებს აპროტესტებენ.
"დღეს ჩვენს თამაშში ბევრი დადებითის დანახვა შეიძლებოდა. ვთამაშობდით მართებული ტემპით, აგრესიულად, მაგრამ ამასთან, პატივისცემით ვეპყრობოდით მეტოქეს.
როდესაც ბურთს
წინა მატჩებშიც და ქუჩებშიც ჩვენ მიმართ ყველა კეთილგანწყობას გამოხატავდა", - აქვეყნებს დელ ბოსკეს ნათქვამს Goal.com-ი.
კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა 6 ქულას მოუყარეს თავი და ჯგუფში ლიდერობენ. მომავალ მატჩს ესპანელები 23 ივნისს, ნიგერიის ნაკრებთან გამართავენ.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
ფიფამ შესაძლოა კონფედერაციათა თასი შეაჩეროს [VIDEO]
ფერნანდო ტორესი: ტაიტის ნაკრები ძალიან მომეწონა
ესპანეთი-ტაიტი 10:0 - განადგურება ასტრონომიული ანგარიშით [VIDEO]