ამ შეხვედრაში იტალიის ნაკრებს შეტევების ლიდერი, 22 წლის მარიო ბალოტელი დააკლდება.
ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა - ბალოტელიმ ტრავმა მიიღო. ფორტალეზას კლინიკაში ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ სუპერმარიოს მარცხენა ფეხზე ოთხთავა კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება აქვს მიღებული.
ბალოტელის თამაში 30 ივნისსაც საეჭვოა. იმ დღეს იტალიის ნაკრები ან ფინალს ითამაშებს, ან მესამე ადგილისთვის მატჩს. მარიოს გამოკლება ჩეზარე პრანდელისთვის დიდი დანაკარგია.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის ანგარიშზე ამ ტურნირზე ორი გოლია.
ბრაზილია-იტალია 4:2: ფრედმა ფრე არ დაუშვა [VIDEO]