“ბენფიკა” მეორე ადგილზე კი დარჩა, მაგრამ “დრაკონებს” უკვე მთელი ათი ქულით ჩამორჩება და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ლიგის მესამედია განვლილი, “პორტუ” ოქროს მედლების ყველაზე რეალურ პრეტენდენტად მოსჩანს.
აღსანიშნავია, რომ "პორტუს" ქომაგებმა ნირწამხდარ მეტოქეთა დაცინვა გადაწყვიტეს და "ბენფიკას" მეკარის მოედანში ქათამი აფრინეს.
ბუნებრივია, ამ მატჩის შემდეგ კარდინალურად განსხვავებული იყო მეტოქეთა გუნება განწყობილება.
ანდრე ვილაშ-ბოაში, “პორტუს” მთავარი მწვრთნელი: “ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ამ გამარჯვებას ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს. გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, რომ ეს “პორტუსთვის” ისტორიული შედეგია. მეტოქეს თავიდანვე ვაჯობეთ, მისი ყველა კოზირი კარგად გავშიფრეთდა აქტიურობის ყველა მცდელობა ჩანასახშივე ჩავუხშეთ. ათქულიანი უპირატესობა რაღა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევია”.
ჟორჟე ჟესუსი, “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი: “მომხდარით გაოგნებული ვარ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ დაგვემართებოდა. სამწუხაროდ, ახლა აღარაფრის შეცვლა შეგვიძლია, ისღა დაგვრჩენია, მომხდარი სასწრაფოდ დავივიწყოთ და მომდევნო მატჩებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"