World Soccer-მა მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა სპორტულმა ჟურნალმა World Soccer-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საუკეთესოთა შორის საუკეთესონი მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების გამოკითხვის შედეგად დასახელდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ოცნების გუნდში" ათი ყოფილი მოთამაშეა და მხოლოდ ერთია მოქმედი - რა თქმა უნდა, ეს "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესია.

ექსპერტებმა კარში ადგილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარულ მეკარეს, ლევ იაშინს მიაკუთვნეს, გამოკითხვაში კი სხვებზე შედარებით მეტი ხმა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა მიიღო.

World Soccer-ის სიმბოლური ნაკრები, რომელიც 4-4-2 სქემით შეადგინეს, ასე გამოიყურება:

მეკარე:
ლევ იაშინი

მცველები:

კაფუ
ბობი მური
ფრანც ბეკენბაუერი
პაოლო მალდინი

ნახევარმცველები:
ზინედინ ზიდანი
ალფრედო დი სტეფანო
იოჰან კრუიფი
დიეგო მარადონა

ფორვარდები:
პელე
ლიონელ მესი
მკითხველის კომენტარები / 7 /
დათო ვერ დაგეთანხმები.. ვინ უნდა ყოფილყო აბა აქ?ვის შეცვლიდი? როანალდო მესის ვერც შეედრება..რონალდო ხასიათის მოთამაშე იყო,დიდი პატივისცემის მიიუხედავად
abreza
23:48 05-07-2013
0
Nიკა !კარგად გესმის ფეხბურტი -
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული