A ჯგუფი: დანია, შვეიცარია, ბელარუსი, ისლანდია.
B ჯგუფი: უკრაინა, ჩეხეთი, ესპანეთი, ინგლისი.
წილისყრის ცერემონიალს 21-წლამდელთა წინა ჩემპიონის, გერმანიის თავკაცი ჰორსტ ჰრუბეში და დანიის "ოქროს თაობის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ფლემინგ პოულსენი უძღვებოდნენ. ეს უკანასკნელი ჩემპიონატის ელჩად აირჩიეს. ფინალური ეტაპი რვა გუნდის მონაწილეობით მომავალი წლის 11-25 ივნისს დანიაში გაიმართება. მატჩები ოლბორგში, ორჰუსში, ჰერნინგსა და ვიბორგში ჩატარდება.
ჰრუბეშმა დანიელთა წინააღმდეგ კომპლიმენტები არ დაიშურა. "ეს ნამდვილი საფეხბურთო
ერთი შეხედვით და გუნდების სახელების მიხედვით, მეორე ჯგუფი პირველზე ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ამის ხელაღებით მტკიცებაც არ შეიძლება - შვეიცარია ხომ ამ ასაკში ყოველთვის ძალიან ძლიერია, რაც საკუთარ თავზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც გამოსცადა. ფინალურ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდნენ ბელარუსი და ისლანდიაც.