სოლსკიაერმა მიოლდე ჩაიბარა

AutoSharing Option
ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნორვეგიულად სულშარი ითქმის) იანვრიდან სამშობლოში დაბრუნდება და "მიოლდეს" ჩაუდგება სათავეში. ამ კლუბთან მან უკვე გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი. იანვრამდე კი ახლო წარსულში ცნობილი ნორვეგიელი ფორვარდი "მანჩესტერში" მუშაობას განაგრძობს. შეგახსენებთ, "მანიუში" იგი დუბლშემადგენლობის მწვრთნელია.

სოლსკიაერს დამოუკიდებლად მუშაობის დიდი სურვილი ჰქონდა და "მიოლდეს" ხელმძღვანელობამ მას მთავარი მწვრთნელის პოსტი და კლუბის სატრანსფერო საქმიანობაში სრული კარტ-ბლანში შესთავაზეს. სოლსკიაერსაც ბევრი აღარ უფიქრია...

"იუნაიტედში" იგი 1996 წელს სწორედ "მიოლდედან" გადავიდა და ფეხბურთელის კარიერა "ოლდ ტრაფორდზევე" დაამთავრა 2007 წელს. სოლსკიაერის კ
არიერის უმნიშვნელოვანეს გოლს შეხსენება ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ 1999 წელს, "კამპ ნოუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერმა" "ბაიერნი" სწორედ ნორვეგიელის მიერ გატანილი ბურთით დაამარცხა.

"ჩემს გულში "იუნაიტედი" ყოველთვის დარჩება. აქ ხომ უბედნიერესი წლები გავატარე და გამარჯვებებთან ერთად, უზარმაზარი გამოცდილებაც მივიღე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. არ ვიცი რა რანგში, მაგრამ ადრე თუ გვიან, აქ აუცილებლად დავბრუნდები, ახლა კი "მიოლდეში" მუშაობა გადავწყვიტე და ვიმედოვნებ, ჩემი სამწვრთნელო კარიერა წარმატებული გამოვა", - ამბობს ოლე გუნარი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოლსკიაერი შეიძლება თბილისშიც ჩამოსულიყო 1996 წელს .
ზუსტად ერთი თვით ადრე გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში თბილისური მატჩების წინ მიოლდედან.
არ ვიცი დინამო სოლსკიართან ერთად მოთამაშე მიოლდეს თუ გააგდებდა მაგრამ
მის გარეშე დინამომ 2:1 0:0 ძლია მიოლდე .თბილისში გამართულ შეხვედრას დინამო 2:0 -ს იგებდა მერე გაგვიქვითეს ერთი ბურთი. სტადიონზე ვიყავი.
ფეხბურთის მოყვარული
07:21 18-11-2010
0

სიახლეები პოპულარული