რობინიო: "მილანში" თამაში კიდევ 10 წელი მინდა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა რობინიომ "ვალენსიასთან" (2:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ მომვალი სეზონის მისთვის და მისი გუნდისთვის წარმატებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ რობინიო ამ ზაფხულში "სანტოსში" უნდა გადასულიყო, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა და ფეხბურთელმა "მილანთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა.

"იმედია ეს წელი "მილანისა" და ჩემი იქნება. მიხარია, რომ კლუბს ვჭირდები, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მილანი" ის გუნდია, სადაც კიდევ 10 წლის განმავლობაში მინდა თამაში",
- თქვა რობინიომ.

"მილანში" რობინიომ 2010 წელს
იტალიის ჩემპიონატი მოიგო და 2011 წელს იტალიის სუპერთასი.

რაც შეეხება მატჩს, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული