მეკარეები: ედუარდუ (ჯენოა), რუი პატრისიუ (სპორტინგი);
მცველები: რიკარდუ კარვალიუ, პეპე (ორივე – რეალი), ჟოზე ბოსინგვა (ჩელსი), ფაბიუ კოენტრაუ (ბენფიკა), ჟოაუ პერეირა (სპორტინგი), ბრუნუ ალვეში (ზენიტი);
ნახევარმცველები: კრიშტიანუ რონალდუ (რეალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლუშ მარტინში (ბენფიკა), ჟოაუ მოუტინიუ (პორტუ), მანუელ ფერნანდეში (ვალენსია), რაულ მეირელეში (ვალენსია);
თავდამსხმელები: დანი (ზენიტი), ელდერ პოშტიგა (სპორტინგი), უგუ ალმეიდა (ვერდერი), სილვესტრ
ბომბარდირს გარჯა დაუფასდა
შოტლანდიელთა სპარინგ-პარტნიორი ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება. სკოტთა თავკაცმა კრეიგ ლევეინმა ეროვნულ გუნდში უხმო "დანდის" ფორვარდ დევიდ გუდვილის, რომელმაც შოტლანდიის მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა. სულ კი ლევეინმა ნაკრებში 19 ფეხბურთელს უხმო.
მეკარეები: კრეიგ გორდონი (სანდერლენდი), კემერონ ბელი (კილმარნოკი), მეტ ჯილქსი (ბლექპული);
მცველები: ფილიპ ბერდსლი (სანდერლენდი), კრისტოფ ბერა (ვულვერჰემპტონი), გარი კოლდუელი (უიგანი), ალან ჰატონი (ტოტენჰემი), დენი უილსონი (ლივერპული), სტივენ უიქათერი (რეინჯერსი);
ნახევარმცველები: ჩარლი ადამი (ბლექპული), ბარი ბანანი (ასტონ ვილა), კრის ქომონსი (დერბი), გრემ დორანსი, ჯეიმს მორისონი (ორივე – ვესტ ბრომვიჩი), დარენ ფლეტჩერი (მანჩესტერ იუნაიტედი);
თავდამსხმელები: დევიდ გუდვილი (დანდი), კევინ კაილი (ჰართსი), კეიმი მაკი (ქუინზ პარკ რეინჯერსი), სტივენ ნეისმიტი (რეინჯერსი).
რიჟიკოვმა დამსახურებული მიიღო
რუსები 17 ნოემბერს ვორონეჟში ბელგიელებს უმასპინძლებენ. დიკ ადვოკაატმა ეროვნულ ნაკრებში 20 ფეხბურთელს უხმო. დებიუტანტები არიან ყაზანის "რუბინის" მეკარე სერგეი რიჟიკოვი და ნალჩიკის "სპარტაკის" მცველი ვიქტორ ვასინი. საკვირველია, აქამდე რატომ არ მიეცა რიჟიკოვს ნაკრებში თამაშის საშუალება. მან ხომ თავი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი მატჩებით დაგვამახსოვრა.
ნაკრებს გამოაკლდა "ტოტენჰემის" თავდამსხმელი რომან პავლიუჩენკო, რომელიც პრემიერლიგის გასული ტურის მატჩში დაშავდა. რუსთა ჰოლანდიელმა თავკაცმა ამჯერად უარი თქვა მოსკოვის ლოკომოტიველებზე, დმიტრი ტორბინსკისა და დმიტრი სიჩოვზე და რუბინელ ალან კასაევზე.
მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა მ.), სერგეი რიჟიკოვი (რუბინი);
მცველები: ალექსანდრ ანიუკოვი (ზენიტი), ალექსეი ბერეზუცკი, ვასილი ბერეზუცკი, სერგეი იგნაშევიჩი (სამივე – ცსკა მ.), ვიქტორ ვასინი (სპარტაკი ნჩ.), იური ჟირკოვი (ჩელსი), რომან შიშკინი (ლოკომოტივი მ.);
ნახევარმცველები: დინიარ ბილიალეტდინოვი (ევერტონი), ვლადიმირ ბისტროვი, იგორ დენისოვი, კონსტანტინ ზირიანოვი (სამივე – ზენიტი), ალან ძაგოევი, პაველ მამაევი (ორივე – ცსკა მ.), იგორ სემშოვი (დინამო მ.);
თავდამსხმელები: ანდრეი არშავინი (არსენალი), ალექსანდრ ბუხაროვი, ალექსანდრ კერჟაკოვი (ორივე – ზენიტი), პაველ პოგრებნიაკი (შტუტგარტი).
ახალგაზრდებით ქეიფთაუნში
ევროპის გარდა, 17 ნოემბერს ამხანაგური შეხვედრები სხვა კონტინენტებზეც იმართება. საკმაოდ საინტერესო მატჩია მოსალოდნელი ქეიფთაუნში, სადაც სამხრეთ აფრიკა აშშ-ს უმასპინძლებს. ამერიკელთა თავკაცმა ბობ ბრედლიმ გუნდის ეტაპობრივად გაახალგაზრდავება განიზრახა. ამჯერად მან ორ დებიუტანტს უხმო - MLS-ში გამორჩეულ ფიგურებს, ტილ ბანბერისა და ტიმ რიმს. აშშ-ის ნაკრებში გამოძახებულთაგან არც სხვა ფეხბურთელები არიან დიდად გამოცდილნი. სამხრეთ აფრიკას იქ ჩატარებულ მუნდიალზე ნამყოფი სულ რამდენიმე ამერიკელი მოთამაშე ეწვევა.
მეკარეები: ბრედ გუზანი (ასტონ ვილა), დომ ქირვი (სელტიკი);
მცველები: ნეთ ბორჩერსი (სოლტ ლეიკი), ერიკ ლიჩეი (ასტონ ვილა), კლარენს გუდსონი (ბრონდბიუ), ჯონათან სპექტორი (ვესტ ჰემი), ჯონათან ბორნშტეინი (ჩივასი), ტიმ რიმი (ნიუ იორკი), გეილ აგბოსუმონდე (მაიამი);
ნახევარმცველები: ბრაიან ქეროლი, რობი როჯერსი, ედი გეივენი (სამივე – ქოლამბუსი), მილე დისკერუდი (სტაბეკი), ალეხანდრო ბედოია (იორებრო), ლოგან პაუსი (ჩიკაგო);
თავდამსხმელები: რობი ფინდლი (სოლტ ლეიკი), ტილ ბანბერი (კანზასი), ხუან აგუდელო (ნიუ იორკი).