პრიმერას დაწყებამდე წინასასეზონო მატჩებში უკვე ყველა გუნდმა მოახერხა წაგება, გამონაკლისი მხოლოდ "რეალი" და "სევილიაა".
მე-17 წუთზე მესუთ იოზილის (რომელიც შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს) პასით ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა, პორტუგალიელი ტიმ ჰოვარდთან პირისპირ გავიდა და ამერიკელ გოლკიპერს დუელი მოუგო.
31-ე წუთზე თავად იოზილმა გაიტანა: ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში რონალდო მოძებნა, რომელსაც გატანა თავადვე შეეძლო, მაგრამ გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფ გერმანელს გადააწოდა, იოზილმა ფაქტობრივად ცარიელ კარებში გაიტანა.
ფინალში "რეალი" "ჩელსისა" და "მილანის" გამარჯვებულს შეხვდება.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონების თასი: ჟოზე მოურინიო წარსულის წინააღმდეგ