მას მერე, რაც დონ სილვიო "როსონერის" ჩაუდგა სათავეში (1986 წელს), მილანურმა გრანდმა 5-ჯერ (1989, 1990, 1994, 2003, 2007) მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ 10 ყველაზე მდიდარ ადამიანზე, რომელიც საფეხბურთო ბიზნესში ამა თუ იმ სახით არის ჩართული, ან უბრალოდ, კონკრეტული კლუბის აქციებს ფლობს.
1. კარლოს სლიმი. მექსიკა (პაჩუკა, ლეონი,
დაიბადა 1940 წლის 28 იანვარს. ფლობს შემდეგ კომპანიებს: "ტელმექსი" (ტელეკომუნიკაცია, ფიქსირებული ტელეფონი), "ამერიკა მოვილი" (ტელეკომუნიკაცია, მობილური კავშირგაბმულობა), "სამსუნგ მექსიკო" (კორეული კომპანიის წარმომადგენლობა), "გრუპო კარსო" (ჰოლდინგი, რომელიც თავის მხრივ 7 მსხვილ კომპანიას მართავს).
2. ამანსიო ორტეგა. ესპანეთი (დეპორტივო), ქონება § 57 მილიარდი
დაიბადა 1936 წლის 28 მარტს. ფლობს შემდეგ კომპანიებს: ჰოლდინგი "ინტიდექსი" (მასში შედიან სახელგანთქმული ბრენდები: "ზარა", "მასიმო დუტი" და სხვები). ფლობს წილს ბუნებრივი აირის მომპოვებელ ფირმებსა და ბანკებში. აქვს უძრავი ქონება აშშ-ში, ესპანეთში, ბრიტანეთსა და პორტუგალიაში.
3. ჯორჯ სოროსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ქონება § 19.2 მილიარდი
დაიბადა 1930 წლის 12 აგვისტოს. ფლობს რამდენიმე ფონდს: "სოროსის ფონდი", ინსტიტუტი "ღია საზოგადოება", "კვანტუმის ფონდი". საქმიანობის ძირითადი მიმართულება: ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.
4. ალიშერ უსმანოვი (არსენალი), ქონება § 17.6 მილიარდი
დაიბადა 1953 წლის 9 სექტემბერს. ფლობს შემდეგ კომპანიებს: "გაზპრომინვესტჰოლდინგი", საგამომცემლო სახლი "კომერსანტი", ტელეკომპანიები "7ტვ" და "მუზ ტვ", ინტერნეტპორტალი "მეილ.რუ", "მეგაფონი" 31% (მობილური კავშირგაბმულობა).
5. ლაქშმი მიტალი (ქუინზ პარკი), ქონება § 16.5 მილიარდი
დაიბადა 1950 წლის 15 ივნისს. არის კომპანია "არსელორმეტალის" მესაკუთრე. გააჩნია ინტერესი ქვანახშირის მოპოვებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში.
6. რინატ ახმეტოვი (შახტარი), ქონება § 15.4 მილიარდი
დაიბადა 1966 წლის 21 სექტემბერს. ფლობს კომპანია "სისტემ კეპიტალ მენეჯმენტის" აქციათა 100%-ს. ინტერესი გააჩნია: სამთო-მეტალურგიაში, ენერგეტიკაში, მანქანათწარმოებაში, სატელეკომუნიკაციო, საბანკო, სადაზღვევო და ფარმაცევტულ სფეროებში, მედიაბიზნესში, ფლობს სავაჭრო ცენტრებს, ვაჭრობს უძრავი ქონებით.
7. ფრანსუა პინო (რენი), ქონება § 15 მილიარდი
დაიბადა 1936 წლის 21 აგვისტოს. ფლობს კომპანია "კერინგს". უკანასკნელს ეკუთვნის რამდენიმე ათეული სახელგანთქმული სამოდელო სახლი.
8. პოლ ალენი (სიეტლ საუნდერსი), ქონება § 15 მილიარდი
დაიბადა 1953 წლის 21 იანვარს. "მაიკროსოფტის" აქციონერი და დირექტორთა საბჭოს წევრი.
9. იონ ფრედრიკსენი (ვოლერენგა), ქონება § 11.2 მილიარდი
დაიბადა 1944 წლის 10 მაისს. ბიზნესინტერესი გააჩნია: ნავთობის წარმოებაში, ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ სანავთობო ტანკერების ფლოტს. არის საინვესტიციო კომპანია "ჰემენ ჰოლდინგის" დამაარსებელი.
10. რომან აბრამოვიჩი (ჩელსი), ქონება § 10.2 მილიარდი
დაიბადა 1966 წლის 24 ოქტომბერს. ცნობილია, რომ ის არის კომპანია "მილჰაუზ კეპიტალის" მესაკუთრე. დიდი ხანია გაყიდა საკუთარი წილები რუსული მძიმე მრეწველობისა და ნავთობის კომპანიებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"