უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანის, რინატ ახმეტოვის ქონება რუსეთში დაყადაღდა - "შახტარის" პრეზიდენტს ადრე ზელენსკი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა

AutoSharing Option
"ტასის" ინფორმაციით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ რუსეთში "შახტარის" მფლობელისა და პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის ქონება დააყადაღა, ამის მიზეზად კი ბიზნესმენის მხრიდან უკრაინიის არმიის დაფინანსება დაასახელა.

გავრცელებული ცნობით, ახმეტოვი რუსეთში სამ კომპანიაში ფლობს აქტივებს. Forbes-ის მონაცემებით, ახმეტოვი უკრაინის ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის 1996 წელს გახდა დონეცკური კლუბის მფლობელი.

საინტერესოა, რომ 2021 წლის 21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახმეტოვი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა:

"რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, ესკალაციას ჰქონდეს ადგილი. უკვე მართავენ კონსულტაციებს. ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი გამოწვევებია, რასაც უკვე ადასტურებენ
სხვა სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურები.

ხმოვანი ინფორმაციაც გვაქვს - ვთქვათ ასე, უკრაინელები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ ახმეტოვის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას. ამისათვის 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მას უკრაინის წინააღმდეგ ომში ითრევენ", - ამბობდა მაშინ ზელენსკი.

altსახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილმა "შახტარის" პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
დონეცკის შახტარი რომ დაყვინთავს ეგაა ცუდი თორემ ეგ ახმატია თუ ვიღაც უშველის თავს ალბათ .
ტიტე
07:52 02-08-2023
0
აქაურმა ახმეტოვმა უცებ რო გადაწყვიტოს რო არ შეაჭამოს რუსეთს ეს ქვეყანა, ზუსტად ასე დაუყადაღდება ძალიან დიდი ქონება... მარა დავიჯერო რამოდენიმე მილიარდი ღირს სამშობლო და მოსახლეობის მომავალი?
რა მაფიაა?
05:23 02-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული