ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ნაკრების სუსტი ასპარეზობა გახდა. თურქები D ჯგუში მესამე ადგილზე არიან, უნგრეთს ოთხით, ხოლო ლიდერ ჰოლანდიას მთელი 11 ქულით ჩამორჩებიან.
ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელის პოსტი ფატიჰ თერიმს შესთავაზა, რომელიც ამჟამად "გალათასარაის" დამრიგებელია და კონტრაქტით კლუბთან კიდევ 4 წლით არის დაკავშირებული.
როგორც ირკვევა, თანხმობის შემთხვევაში, "იმპერატორი" "გალაშიც" დარჩება და ორი სამსახურის შეთავსებას ეცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"