250 - თამაში სერია A-ში - ლუკა ტონიმ საიუბილეო თამაში შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატში თავისი 110-ე და 111-ე გოლები გაიტანა. ახლა ტონის სერია A-ს 8 კლუბში აქვს გოლი გატანილი, მასზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ ნიკოლა ამორუზოს აქვს - 9. ვეტერანის დუბლმა "ვერონას" "მილანი" დაამარცხებინა და 1988 წლის შემდეგ ჩემპიონატის პირველ ტურში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.
გაიხარა ჯუზეპე როსიმაც - ახალგაზრდა
100 - გოლი ლიგაში. ქარიმ ბენზემამ "რეალს" "გრანადასთან" მოაგებინა და საიუბილეო ბურთი გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა "რეალში" თავი 57-ედ გამოიჩინა, შესაბამისად, დანარჩენი 43 გოლი მან "ლიონში" გაიტანა. ეს ტური იღბლიანი გამოდგა მეორე მადრიდული გუნდისთვისაც - "ატლეტიკომ" თანაქალაქელი "რაიო ვალეკანო" გაანადგურა, 5:0 მოუგო და მეტოქესთან ბოლო 29 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა.
41 - საშინაო მატჩი წაგების გარეშე. "რივერ პლეიტის" დამრიგებელ რამონ დიასს "მონუმენტალზე" 1999 წლის შემდეგ არ წაეგო. მაშინ მისი გუნდი "რასინგთან" დამარცხდა (2:3). ეს შთამბეჭდავი სერია, რომლის დროსაც "რივერმა" შინ 30 მატჩი მოიგო და 11 ფრედ ითამაშა, კვირას, "კოლონთან" დასრულდა. საინტერესოა, რომ 1999 წელს ეს დაუმარცხებელი სვლა სწორედ "კოლონთან" მატჩით დაიწყო.
8 - ფეხბურთელი გააძევეს გერმანიის ჩემპიონატის ამ ტურში, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. იბრაჰიმ ტრაორე, სეიად სალიჰოვიჩი, ადმირ მეჰმედი, ბენედიქტ ჰიოვედესი, შაბოლჩ ჰუშტი, კრისტიან ფუხსი, ფრანსის კოკლენი და ლუის გუსტავო - ყველა ამ ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო.
ბერლინის "ჰერტამ" კი ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო - დედაქალაქელებმა პირველ სამ ტურში 7 ქულა მოაგროვეს. რეკორდი დაამყარა ლევერკუზენის "ბაიერმაც" - "ფარმაცევტებმა" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 4:2 მოუგეს და ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვეს.
"გლადბახთან" შეხვედრაში ანგარიში შტეფან კისლინგმა გახსნა და "ბაიერში" თავისი მე-100 ბუნდესლიგური გოლი გაიტანა. კისლინგი გახდა მეორე ფეხბურთელი ულფ კირსტენის შემდეგ, ვინც "ბაიერის" მაისურით 100 გოლი შეაგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"