ფრანკ რიბერი ევროპის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
29 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულებისთანავე, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უეფას ვერსიით ევროპის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - ფრანკ რიბერი.

მონაკოში უეფას მოწინავე ჟურნალისტთა ჟიურიმ საუკეთესოდ მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი გარემარბი აირჩია. 30 წლის ფეხბურთელს ორი მეტოქე ჰყავდა: ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რომელიც ცერემონიალზე არც გამოცხადებულა.

საბოლოოდ ხმები ასე განაწილდა - რიბერიმ 36 ხმა მიიღო, მესიმ - 13, ხოლო რონალდომ - მხოლოდ 3.

"ყოველთვის სასიამოვნოა ტროფეის მოგება, მით უმეტეს, ეს ასე სასიამოვნოა ამ საღამოს. მინდა მადლობა
გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს "ბაიერნში", ეს მათი დამსახურებაა, რომ მე ახლა აქ ვდგავარ პრიზით ხელში.

მოკითხვა ჩემს მეგობრებს, მეუღლესა და შვილებს. ეს იყო ფანტასტიკური წელიწადი. ახლაც დიდებულად მახსოვს "უემბლიზე" გამართული ფინალი",
- განაცხადა გამარჯვებულმა.

შეგახსენებთ, რომ უეფა მესამედ ასახელებს წლის საუკეთესო ფეხბურთელს: პირველი გამარჯვებული ლიონელ მესი იყო, მეორე - ანდრეს ინიესტა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული