მოკრძალებული გარეთ ბეილი და ფუფუნების მოყვარული კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
11 სექტემბერს მსოფლიოს სპორტული საიტები მოიარა ფოტომ, რომელზეც ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის შეხვედრაა გამოსახული.

გარეთ ბეილი პირველად მივიდა მადრიდის "რეალის" ბაზაზე და მას იქ კრიშტიანო რონალდო მიეგება. ბეილი "რეალმა" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო რონალდო 4 წლის წინათ "სამეფო კლუბს" 94 მილიონი ევრო დაუჯდა.

"დეილი მეილის" ჟურნალისტებმა კიდევ უფრო მეტი "დაინახეს" აღნიშნულ ფოტოზე.

მათ გამოითვალეს იმ ჩაცმულობის საერთო ღირებულება, რაც ბეილს და რონალდოს შეხვედრისას ემოსათ.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს რეკორდსმენი ტრანსფერებში, უელსელი ბეილი მოკრძალებულად იმოსება - ჯამში 902
ფუნტი სტერლინგი, ხოლო რონალდოს ჯამში 12 192 ფუნტის ტანსაცმლითა და აქსესუარით იწონებდა თავს.

მთავარ სხვაობას რონალდოს "ჯეიკობ & კომპანის" საათი იძლევა, რომელიც 10 600 ფუნტი ღირს.

ასევე იხილეთ:
გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალში" პირველად ივარჯიშა
მკითხველის კომენტარები / 2 /
adamians fuli aqvs da rato ar unda chaicvas???chemi azrit amis gamo gakritikeba ar sheidzleba.ronaldo bevr karg saqmebsac aketebss.es adamiani dzalian magaria da miyvarsdssssss♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
RONISS FANIIIIIIII
09:24 26-08-2014
0
მარტო საათი აქვს რონალდოს ძვირიანი ასე რომ ჩაცმაში 1-1 , და სულაც შეიძლება ბეილს თავისი 10 000იანი საათი სახლში დარჩა :D
YNWA
22:49 13-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული