კლუბებმა ბევრი ახალწვეული დაიმატეს, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად იყენებენ მათ. "ფეხბურთის ობსერვატორიამ" მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, "ოპტას" სტატისტიკური ბაზის მიხედვით, სად რამდენ ახალწვეულს ათამაშებენ ევროპის ტოპ-5 ლიგებში.
გაირკვა, რომ ყველაზე ხშირად ახალწვეულებს სერია A-ში იყენებენ - საშუალოდ, იტალიის ჩემპიონატის ტურებში მოედნებზე 3,09 ახალწვეულია. შემდეგ მოდის ესპანეთი (2,95), საფრანგეთი
თუმცა თავად ჩემპიონატებშიც სხვადასხვანაირად არის საქმე კლუბებს შორის. სიტყვაზე, "ჯენოა" საშუალოდ 7,12 ახალწვეულით თამაშობს და ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია ტოპ-5 ლიგებში, მაშინ, როცა "კალიარი", პრაქტიკულად, არ ათამაშებს ახალწვეულებს (0,06). თუკი "ჯენოას" მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, "კალიარის" ყველაზე დაბალია ტოპ-5 ლიგებში.
ტოპ-10 კლუბი, სადაც ყველაზე მეტ ახალწვეულს ათამაშებენ
1. ჯენოა სერია A 7,12
2. სასუოლო სერია A 6,23
3. ჰალი პრემიერლიგა 5,64
4. მონაკო ლიგა 1 5,47
5. ელჩე ლა ლიგა 5,47
6. რომა სერია A 5,00
7. ტოტენჰემი პრემიერლიგა 5,00
8. ბეტისი ლა ლიგა 4,88
9. სელტა ლა ლიგა 4,85
10. სანდერლენდი პრემიერლიგა 4,84
საშუალოდ, 1 ახალწვეულზე ნაკლებს ათამაშებენ: "არსენალი", "ევერტონი", "ნიუკასლი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა", "ბორდო", "ბაიერნი", "ლაციო" და "კალიარი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"