Goal.com-მა მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი დიეგო კოშტა კვირის ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდულ დერბიში გამარჯვების გოლის ავტორ დიეგო კოშტას გარჯა დაუფასდა - ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ის მსოფლიოს კვირის ფეხბურთელად დაასახელა.

ამ კვირაში დიეგომ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა - "ოსასუნასთან" (2:1) და "რეალთან" (1:0). გაიტანა "ატლეტიკოს" სამივე გოლი.

24 წლის ბრაზილიელი, რომელმაც შეიძლება ნაკრები გამოიცვალოს და დებიუტი სწორედ საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჰქონდეს "ფურია როხას" რიგებში, ახალი სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. ლა ლიგაში მის ანგარიშზე 8 გოლია (7 ტურში).

კვირის ფეხბურთელობის კანდიდატთა შორის იყვნენ: მეჰდი ბენატია
(რომა), საიდო ბერაინო (ვესტ ბრომვიჩი), ჟერვინიო (რომა), თომას მიულერი (ბაიერნი).

ასევე იხილეთ:
დიეგო კოშტას დებიუტი შეიძლება საქართველოს ნაკრებთან ჰქონდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული