აგრესიულმა ფანებმა ახალ მწვრთნელს ფორმა გახადეს და კლუბიდან გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
ივაილო პეტევმა სოფიის "ლევსკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ დატოვა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პეტევის წარდგენის პრესკონფერენცია მიმდინარეობდა. აგრესიულმა ფანებმა, ჟურნალისტების თანდასწრებით, ალყა შემოარტყეს სპეციალისტს, მას გუნდის ფორმა გახადეს და განაცხადეს, რომ ის არაა ღირსი, გუნდის ფორმა ეცვას.

შედეგად, "ლევსკის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტანზევით შიშველმა პრესკონფერენცია ისე დატოვა, რომ ერთ კითხვასაც არ უპასუხა.

დარბაზში დარჩენილი კლუბის სპორტული დირექტორი ნასკო სირაკო იძულებული გახდა, აეხსნა ფანებისთვის, თუ რატომ გახდა საჭირო ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა.

ფანების პრეტენზია კი იმაში მდგომარეობდა, რომ პეტევს
არაერთხელ გამოუთქვამს სიმპათია სოფიის სხვა კლუბის, ცსკა-ს მიმართ.

ნასკო სირაკომ მომხდარს კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო უწოდა და თანამდებობიდან გადადგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული