სქოთების ჩემპიონატის მე-14 ტურში ყურადღებას, რასაკვირველია, ისევ გლაზგოს ორი დიდი გუნდის, „რეინჯერისა“ და „სელტიკის“ თამაში იპყრობდა და ინტრიგამაც სწორედ აქ წამოჰყო თავი: „რეინჯერსმა“ წვალებით მოიგო, „სელტიკმა“ კი ფრედ ითამაშა.
„რეინჯერსმა“, როგორც გითხარით, წვალებით მოიგო და ამ საქმეში წითელი ბარათიც დაეხმარა - მსაჯმა „კილმარნოკს“ 54-ე წუთზე მაჰამადუ სისოკო გაუგდო. მიზეზი: ფრანგმა ფეხბურთელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა, მარტო ეს რომ ყოფილიყო რა უჭირდა - ორივე შემთხვევაში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ორივეჯერ კენი მილერმა დაარტყა. მანვე შეაგდო მესამე ბურთიც. მასპინძელთაგან ორივე
„სელტიკს“ კი „დანდისთან“ შეხვედრაში თავი ქუდში ეგონა, მაგრამ მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე შონ დილონმა „პარკჰედი“ დაადუმა.
კილმარნოკი-რეინჯერსი 2:3
1:0 სემონი (21), 1:1 კ. მილერი (42), 1:2 კ. მილერი (55), 2:2 სემონი (59), 2:3 კ. მილერი (64)
ჰართსი-ჰემილტონი 2:0
1:0 სკაცელი (32), 2:0 ტემპლტონი (52)
აბერდინი-სენტ ჯონსტონი 0:1
0:1 დიამონდი (83 ს.კ.)
სელტიკი-დანდი 1:1
1:0 ჰუპერი (23), 1:1 დილონი (90)
ინვერნესი-ჰიბერნიანი 4:2
1:0 ფორენი (7), 2:0 რუნი (51), 2:1 რიორდანი (66), 3:1 რუნი (70), 3:2 ლ. მილერი (78), 4:2 რუნი (80)
სენტ მირენი-მოზერუელი 1:1
1:0 უორდლოუ (38), 1:1 ბლექმენი (74)
1. რეინჯერსი 14 12 1 1 34:15 37
2. სელტიკი 14 11 1 2 33:10 34
3. ჰართსი 14 8 2 4 22:13 26
4. ინვერნესი 14 7 3 4 24:16 24
5. მოზერუელი 14 7 2 5 22:16 23
6. დანდი 14 5 4 5 15:20 19
7. კოლმარნოკი 14 5 2 7 22:18 17
8. ჰიბერნიანი 14 4 2 8 17:25 14
9. სტ. ჯონსტონი 14 4 2 8 10:22 14
10. სტ. მირენი 14 3 3 8 14:26 12
11. აბერდინი 14 3 1 10 15:29 10
12. ჰემილტონი 14 2 3 9 11:29 9
ბომბარდირები: 18 - მილერი (რეინჯერსი); 11 - რუნი (ინვერნესი); 10 - ბლექმენი (მოზერუელი), სემონი (კილმარნოკი); 9 - ჰუპერი (სელტიკი); 7 - გუდვილი (დანდი); 6 - რიორდანი (ჰიბერნიანი); 5 - ჰიგდონი (სენტ მირენი), ნეისმითი (რეინჯერსი), სკაცელი (ჰართსი), სტოკსი (სელტიკი), ტემპლტონი (ჰართსი).