ახლა ჯერი ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებსა და კაპიტნებზეა (ჩვენს შემთხვევაში თემურ ქეცბაია და ჯაბა კანკავა), მათ უნდა ამოარჩიონ კანდიდატებს შორის ყველაზე ღირსეულები. ამას დაემატება "ფრანს ფუტბოლის" მიერ შერჩეული მედიასაშუალებების ხმები.
13 იანვარს ციურიხში დიდი გალა-ცერემონიალი ჩატარდება, სადაც გამოცხადდება კიდევაც "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა. დასახელდება ფიფას წლის გუნდი, პუშკაშის სახელობის პრიზი გა
"ოქროს ბურთის" 23 კანდიდატი ფიფას საფეხბურთო კომიტეტმა "ფრანს ფუტბოლის" ფეხბურთის ექსპერტებთან ერთად შეარჩია. ასევე, შეირჩა 10 მწვრთნელი კანდიდატიც.
დეკემბრის დასაწყისში დასახელდება 3-3 ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახელი, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, თუმცა მათ შორის გამარჯვებულის ვინაობა იანვრამდე საიდუმლოდ დარჩება.
"ოქროს ბურთის" კანდიდატები
გარეთ ბეილი (უელსი), ედინსონ კავანი (ურუგვაი), რადამელ ფალკაო (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია), მანუელ ნოიერი (გერმანია), ნეიმარი (ბრაზილია), მესუთ იოზილი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), არიენ რობენი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), ლუის სუარესი (ურუგვაი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), იაია ტურე (კოტ დ'ივუარი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ჩავი ერნანდესი (ესპანეთი).
წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატები
კარლო ანჩელოტი (იტალია), რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი), ანტონიო კონტე (იტალია), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი), ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია), იუპ ჰაინკესი (გერმანია), იურგენ კლოპი (გერმანია), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია), ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია), არსენ ვენგერი (საფრანგეთი).
ვინ გახდება "ოქროს ბიჭი"
29 ოქტომბერსვე დასახელდა 2013 წლის "ოქროს ბიჭის" პრიზისთვის მებრძოლი 40 ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობა. ამ პრიზს არა ფიფა, არამედ "ტუტოსპორტი" ასახელებს. წლის ბოლოს ჟურნალისტები ამ 40-დან გამარჯვებულს აირჩევენ. პირველი "ოქროს ბიჭი" ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი იყო. მან ეს პრიზი 2004 წელს მოიპოვა.
გთავაზობთ სიას:
რაფაელ ვარანი (რეალი), ხესე როდრიგესი (რეალი), რიჩმონდ ბოაკიე (ელჩე), ბრუმა (გალათასარაი), ემრე ჩანი (ლევერკუზენი), სებასტიან კრისტოფორო (სევილია), ლუკას დინი (პსჟ), იულიან დრაქსლერი (შალკე), იანიკ ფერეირა კარასკო (მონაკო), ვიქტორ ფიშერი (აიაქსი), ფრედი (შახტარი), სერჟ გნაბრი (არსენალი), მაურო იკარდი (ინტერი), ხუან იტურბე (ვერონა), ადნან იანუზაი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოფრეი კონდოგბია (მონაკო), მატეო კოვაჩიჩი (ინტერი), დიეგო ლეშალტი (ბოლონია), ნიკოლას ლოპესი (უდინეზე), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ადამ მაჰერი (პსვ), ლაზარ მარკოვიჩი (ბენფიკა), მარკინიოსი (პსჟ), ალექსანდარ მიტროვიჩი (ანდერლეხტი), მატია ნასტასიჩი (მანჩესტერ სიტი), მბაიე ნიანგი (მილანი), კენეტ ომერუო (ჩელსი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), ბრაიან პერეა (ლაციო), პოლ პოგბა (იუვენტუსი), ხუან კინტერო (პორტუ), იოსიპ რადოსევიჩი (ნაპოლი), რაფინია (სელტა), ანტე რებიჩი (ფიორენტინა), იაია სანოგო (არსენალი), ფლორიან ტოვენი (მარსელი), ტიაგო ილორი (ლივერპული), ოლივერ ტორესი (ატლეტიკო), ტონი ვილენა (ფეიენოორდი), ვიტინიო (ცსკა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფიფამ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტები დაასახელა