თუმცა მხატვარმა პოპულარობა ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში მოიპოვა, როდესაც "სექსუალური საფეხბურთო მწვრთნელების 2013 წლის კალენდარი" შექმნა. მასში ხოსეპ გვარდიოლას, ფაბიო კაპელოს, ჟოზე მოურინიოს, ალექს ფერგიუსონისა და სხვების ეროტიკული კარიკატურები იყო წარმოდგენილი.
წელს ჰასბანდმა თემა გააფართოვა - მის კალენდარში წარმოდგენილნი არიან ფეხბურთელებიცა და საფეხბურთო ჩინოვნიკებიც, მათ შორის, ფიფას და უეფას პრეზიდენტები და "ჩელსის" მფლობელი.
კალენდარი 10 ფუნტი ღირს და შემოსული თანხის ნაწილი კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის ჯეიმს უაილის ფონდში გადაირიცხება.
ასევე იხილეთ:
ფეხბურთის მწვრთნელების ეროტიკული კალენდარი 2013