ზლატანი მარკაა

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთხელ დაასახელეს შვედეთის წლის ფეხბურთელად, სულ კი "იბრაკადაბრამ" ეს აღიარება მერვედ მოიპოვა. გაუჭირდებოდა...

რაც შეეხება წლის ქალ მოთამაშეს, ეს წოდება მეოთხედ მიენიჭა "ლიონის" თავდამსხმელ ლოტა შელინს.

საინტერესოა, რომ მალე ზლატანი შვედეთის საფოსტო მარკებზე გამოჩნდება. პსჟ-ის 32 წლის ფორვარდის გამოსახულებიანი მარკების სერია გაყიდვაში 2014 წლის 27 მარტიდან გამოვა. იბრა შეიძლება ამ ამბავმა უფრო გაახარა, ვიდრე მობეზრებულმა წლის ფეხბურთელობამ და ხუმრობაც არ დავიწყებია.

"ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ საფოსტო მარკების სახე გავხდები. მეამაყება და მიხარია, რომ მე ამირჩიეს. თავად
ბევრ გზავნილს ვიღებ, მაგრამ ლამაზი მარკები მათზე იშვიათად მხვდება. იქნებ ეს ამიერიდან შეიცვალოს"
- ღიმილით განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

გავიხსენოთ ისიც, რომ წინა წლის დეკემბერში შვედურ ენაში ახალი ტერმინი დაამკვიდრეს - "ზლატანერი". ეს ნეოლოგიზმი ყველამ დიდი სიხარულით მიიღო და შვედური ენის ლექსიკონში შემდეგნაირი განმარტებით შეიტანეს: დომინანტი, დომინაცია, ვინმეს დაჯაბვნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული