დაგვეთანხმებით, გამორჩეული შედეგია. მათ შორის სარეკორდო 144-ე მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაატარა. წინა რეკორდი ლეგენდარულ ტომას რაველის ეკუთვნოდა.
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ დამსახურებულ ვეტერანს საჩუქრად "ვოლვოს" უძვირფასესი მოდელი გადასცა. თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერია, თუმცა შვედების ქალთა ნაკრებში 187 მატჩის ჩამტარებელმა ტერეზა სიორგანმა ფედერაციას სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.
ერთი მხრივ, სიორგანი მართალია, რადგან მას ეროვნულ გუნდში სვენსონზე მეტი თამაშიც აქვს ჩატარებული და მასზე მეტი
ფედერაციაში ამ საყვედურის შემდეგ შეფუცხუნდნენ და განაცხადეს, რომ სვენსონი უახლოეს მომავალში კარიერის დასრულებას აპირებს და ძვირფასი საჩუქარიც ამის გამო მიიღო, მაშინ, როცა სიორგანს კარიერა ჯერ კიდევ წინ აქვს (!), ცნობისთვის გეტყვით, რომ ქალბატონი ტერეზა კოლეგაზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: რეკორდები ბრაზილიისკენ მიმავალ გზაზე