ავსტრიაში საფეხბურთო მაფია გამოაშკარავდა

AutoSharing Option
ავსტრიულ ფეხბურთში სერიოზული სკანდალია. კლუბ "გრიოდიგის" მცველმა დომინიკ ტაბოგამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ე.წ. საფეხბურთო მაფიის წარმომადგენლები მატჩების მანიპულირებას აიძულებდნენ.

სამშაბათს მას მაფიოზებისთვის გარკვეული თანხა უნდა გადაეცა, რა დროსაც პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. ჩვენი ავსტრიელი კოლეგების ცნობით, ეჭვმიტანილთა შორის 36 წლის ყოფილი ფეხბურთელი სანელ კულიჩიცაა, რომელიც ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელიც გახლდათ (20 მატჩი, 3 გოლი). გამოძიება დაწყებულია.

"ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა. ტაბოგამ ორშაბათს მოგვმართა და ყველაფერი გვითხრა, რის შემდეგაც პოლიციასაც დაუკავშირდა. ფეხბურთელი ახლა დროებით ვარჯიშებიდან გავათავისუფლეთ," - ეს "გრიოდიგის"
სპორტული დირექტორის, კრისტიან ჰაასის სიტყვებია.

"კრონენ ცაითუნგის" ინფორმაციით, ტაბოგამ პოლიციას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ მას კულიჩი და წარმოშობით ჩეჩენი პიროვნება ემუქრებოდნენ - აიძულებდნენ, რომ მატჩების მანიპულირებაში მიეღო მონაწილეობა, მათი მითითებები შეესრულებინა და თან ფული გადაეხადა. ტაბოგას მაფიისთვის უკვე 87 000 ევრო აქვს გადახდილი. სკანდალის სხვა დეტალები ჯერჯერობით მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფაბრიციო მიკოლი, უმამოდ გაზრდილი გამომძალველი თუ უბრალოდ კარგი ბიჭი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული