"ოქროს ბურთი" 2013: ხელახალი არჩევნები

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ყოველთვის ფეხბურთელის მიერ ნაკრებში მიღწეული წარმატება იყო. ყოველ შემთხვევაში, ფიფასთან გაერთიანებამდე. კი, შესაძლოა წელს არც ერთი დიდი სანაკრებო ფორუმი არ იმართება, მაგრამ არც შესარჩევი ეტაპია სახუმარო. მით უმეტეს, ასეთი პლეი ოფების შემხედვარე. პლეი ოფებისა, რომლებშიც ამჟამად 4 მთავარი პრეტენდენტიდან 3-ის მუნდიალზე გამგზავრება-არგამგზავრების ბედი წყდებოდა.

ამიტომაც, ცოტა უცნაური გახლდათ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხმის მიცემა 15 ნოემბერს სრულდებოდა ანუ იმ დღეს, როცა პლეი ოფის პირველი მატჩები უნდა გამართულიყო. არ ვიცით კრიშტიანო რონალდოს საუცხოო თამაშმა თუ ყველაფერმა
ერთად, მაგრამ ფაქტია რაღაცამ ფიფას გადაწყვეტილება შეაცვლევინა და ხმის მიცემის პროცესი 29 ნოემბრამდე გადაწიეს.

შესაბამისად, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს - შეუძლიათ არჩევანი ხელახლა დააფიქსირონ და პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალონ. ხმის მიცემის უფლება ექნებათ იმათაც, ვინც 15 ნოემბრამდე საკუთარი აზრის დაფიქსირება არ ისურვა ან ვერ მოასწრო.

"არჩევნების მეორე ტური" 29 ნოემბერს დასრულდება, ხმები დაითვლება და ფინალისტებს 9 დეკემბერს გაგვიმხელენ. ხოლო დაჯილდოვების ცერემონია 13 იანვარს ციურიხში გაიმართება. ახლა ნახეთ თქვენ "ოქროს ბურთის" გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ რა მიზნით და რა მიზეზითაც არ უნდა მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება - სამართლიანი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალს ბოიკოტს უცხადებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს რონალდუს ეკუთვნის, ესა იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება
დავითი
11:38 21-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული