რას ერჩიან კრიშტიანო რონალდოს - "პეპსიმ" ვუდუს თოჯინა აწამა

AutoSharing Option
კომპანია "პეპსის" ბოდიშის მოხდა დასჭირდა თავის რეკლამაში თოჯინის გამოყენების გამო, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების ფორმა აცვია და ნომერი 7 აწერია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ნომრით გამოდის ეროვნულ გუნდში კრიშტიანო რონალდო.

გამაგრილებელი გაზიანი სასმლის ცნობილმა მწარმოებელმა რეზონანსული სარეკლამო კამპანია შვედეთისა და პორტუგალიის მატჩის წინ წამოიწყო, განსაკუთრებული ყურადღება კი პლაკატმა მიიქცია, სადაც კრიშტიანო რონალდოს ფორმაში გამოწყობილი თოჯინა რელსებზეა გაკრული და მატარებელს ელის...

"ჩვენ არ გვსურდა სპორტული სულის ნეგატიური კუთხით წარმოჩენა. ვწუხვართ, თუკი ჩვენი კამპანიისგან ვინმე შეურაცხყოფილი დარჩა. შესაბამისი პლაკატები უკვე ჩამოვხსენით", - აქვეყნებს
კომპანიის შვედური განყოფილების განცხადებას ESPN-ი.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალს ბოიკოტს უცხადებს
მადრიდის "რეალი" ბლატერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
როგორ გააშაყირა ბლატერმა კრიშტიანო რონალდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული