შეგახსენებთ, მარტინსის ევროპული კარიერა მილანის "ინტერში" დაიწყო, სადაც მან 2002-2006 წლებში ითამაშა და იტალიური კლუბის მაისურით 39 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იყო ინგლისურ "ნიუკასლში" გატარებული სამი სეზონი, სადაც მარტინსმა 35 ბურთის გატანა შეძლო. გასულ სეზონში კი მან "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში მხოლოდ 6-ჯერ გამოიჩინა
მიმდინარე მუნდიალზე მან ორჯერ შეცვლაზე ითამაშა და გოლი არ გაუტანია.