მარტინსი რუბინელია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინს" მიროსლავ კლოზეს შეძენა არ გამოუვიდა, მაგრამ სამაგიეროდ, მაღალი კლასის ფორვარდი მაინც გადაიბირა – რუსეთის ჩემპიონების ღირსებას ობაფემი მარტინსი დაიცავს. ჯერჯერობით, უცნობია, რა ხანგრძლივობის კონტრაქტს გააფორმებს "რუბინთან" 25 წლის მარტინსი და რამდენს მიიღებს მის სანაცვლოდ გერმანული "ვოლფსბურგი".

შეგახსენებთ, მარტინსის ევროპული კარიერა მილანის "ინტერში" დაიწყო, სადაც მან 2002-2006 წლებში ითამაშა და იტალიური კლუბის მაისურით 39 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იყო ინგლისურ "ნიუკასლში" გატარებული სამი სეზონი, სადაც მარტინსმა 35 ბურთის გატანა შეძლო. გასულ სეზონში კი მან "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში მხოლოდ 6-ჯერ გამოიჩინა
თავი. მარტინსმა ჯეკო-გრაფიტეს დუეტის შევიწროვება ვერ შეძლო.

მიმდინარე მუნდიალზე მან ორჯერ შეცვლაზე ითამაშა და გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუბინმა ბუხაროვის შემცვლელიც ითრია :ს
giorgi buachidze
13:00 09-07-2010
0

სიახლეები პოპულარული