მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი ავტომობილები [PHOTO]

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ავტომობილების ტოპ-ათეული შემოგვთავაზა, სადაც მათი ფასებია წარმოდგენილი.

როგორც ირკვევა, ყველაზე ძვირფასი ავტომობილი კრიშტიანო რონალდოს ჰყავს. მისი LaFerrari 2 მილიონ 350 ათას ევროდ ფასდება.

ცუდი მანქანა არც სენეგალელ ფორვარდ ელ ჰაჯი დიუფს ჰყოლია - მისი Mercedes McLaren 495 ათასი ევრო ღირს.

რა თქმა უნდა, ზესამეულშია დევიდ ბექჰემი, რომელიც 410 ათას ევროდ შეფასებული Rolls-Royce Phantom-ით დაიარება.

რაც შეეხება ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის, მოკრძალებული ლეო არცთუ ძვირიან, სულ რაღაც 162
ათას ევროდ შეფასებულ Ferrari Spider-ს ამჯობინებს.

ყველაზე "ავტომოყვარულ" ფეხბურთელთა ტოპ-ათეულში ასევე შედიან: ფრენკ ლემპარდი, უეინ რუნი, დიდიე დროგბა, ნანი და სხვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული