შეგახსენებთ, რომ პლატინი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც "ოქროს ბურთი" ზედიზედ სამჯერ მოიგო (1983-85).
"ჩემი აზრით, ფავორიტები ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ფრანკ რიბერი არიან. პირველი ორი, უბრალოდ, კარგი ფეხბურთელია, ხოლო რიბერიმ ამ სეზონში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
ეს სამი დიადი ფეხბურთელია. ამ წელს "ოქროს ბურთის" მფლობელის დასახელება ისტორიაში ყველაზე რთული იქნება.
გამოკითხვის ვადის გადაწევა ფიფას ინიციატივაა და ის რონალდოს ჰეთ თრიქს დაემთხვა შვედეთის ნაკრების კარში.
მიკვირს, რატომ არ მიიღო 2010 წელს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა. ჩემი აზრით, მაშინ ეს ტიტული ჩავიმ და ანდრეს ინიესტამ დაიმსახურეს. საბოლოო ჯამში კი ჯილდო ლიონელ მესიმ მიიღო და ის დიადი ჩემპიონია, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანელ ფეხბურთელს უნდა გაემარჯვა", - თქვა პლატინიმ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით