მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნმა" ჩინეთის ჩემპიონატის და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "გუანჯოუ ევერგრანდი" საკმაოდ იოლად დაამარცხა და საკლუბო მუნდიალის ფინალში გავიდა.

პეპ გვარდიოლას გუნდის რიგებიდან გოლები ფრანკ რიბერიმ, მარიო მანჯუკიჩმა და მარიო გიოტცემ გაიტანეს.

სამივე ბურთი შეხვედრის 7-წუთიან მონაკვეთში გავიდა, მაგრამ გერმანელთა უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დამდგარა, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს.

მიუნხენელთა მეტოქე 18 დეკემბერს, "რაჯა კასაბლანკას" და "ატლეტიკო მინეიროს" შეხვედრაში გაირკვევა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
გუანჯოუ-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 რიბერი (40), 0:2 მანჯუკიჩი (44), 0:3 გიოტცე (47)
გუანჯოუ (4-1-4-1):
ჟენგ ჩენგი - ჟანგ ლინპენგი, ფენგ სიაოტინგი, იუნ-გვონ კიმი, სუნ სიანგი - ჟენგ ჟი - ჟაო სური (76. ფენგ ჯუნიანი), კონკა, ჰუანგ ბოვენი (46. რონგ ჰაო), მურიკი (72. გაო ლინი) - ელკესონი
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ჯ. ბოატენგი, ალაბა - ლამი - გიოტცე, ტიაგო ალკანტარა, კროოსი (58. ხავი მარტინესი), რიბერი (72. შაჩირი) - მანჯუკიჩი (75. პისარო)
გაფრთხილება: ჟაო სური
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 2-27 (0-13); ბურთის ფლობა: 28%-72%
მაყურებელი: 27 311
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩინეთში არ იყო თამაში
ilia
12:06 18-12-2013
0
დებილები არიან ეს ჩინელები, ბაიერნი ჩავიდა სათამაშოდ და 27 ათასი კაცი მივიდა ტამაშზე
:( :(
09:53 18-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული