მიხაილ ფომენკოს გაწვრთნილმა ნაკრებმა წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულა მიიღო (907).
უკრაინელებმა 2013 წელს 12 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 9 მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს და ერთი წააგეს.
გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობამ კი +28 შეადგინა (33-5).
ფიფას ახალ რეიტინგში უკრაინა მე-18 ადგილს იკავებს, რომელმაც წლის განმავლობაში 29 პოზიციით აიწია.