ფიფას ვერსიით, უკრაინის ნაკრები 2013 წლის ყველაზე პროგრესირებადი გუნდია

AutoSharing Option
ფიფას ვერსიით, უკრაინის ნაკრები 2013 წლის ყველაზე პროგრესირებადი გუნდია.

მიხაილ ფომენკოს გაწვრთნილმა ნაკრებმა წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულა მიიღო (907).

უკრაინელებმა 2013 წელს 12 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 9 მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს და ერთი წააგეს.

გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობამ კი +28 შეადგინა (33-5).

ფიფას ახალ რეიტინგში უკრაინა მე-18 ადგილს იკავებს, რომელმაც წლის განმავლობაში 29 პოზიციით აიწია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული