რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს

AutoSharing Option
ბრძოლა "ოქროს ბურთი 2013-ისთვის" ეშხში შედის - 13 იანვარს შევიტყობთ, ვინ იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე.

პრეტენდენტი სამია: კრიშტიანო რონალდო (მადრიდის "რეალი", პორტუგალია, 28 წლის), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა, 26 წლის) და ფრანკ რიბერი (მიუნხენის "ბაიერნი", საფრანგეთი, 30 წლის).

თქვენ წინაშეა სამი მართლაც საოცარი ფეხბურთელი, თუმცა ტიტული ერთია. მაშ ასე, რომელი მათგანი იმსახურებს "ოქროს ბურთს" უფრო?

"ლელო week" შეეცადა, გაერკვია ეს, თუმცა ჩვენ მიზეზებს ჩამოვთვლით, დასკვნა კი მკითხველისთვის მიგვინდვია.


კრიშტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო
კლუბი: რეალი
ქვეყანა: პორტუგალია
ასაკი: 28
დაიბადა: ფუნშალი,
მადეირა (პორტუგალია)
პოზიცია: ფორვარდი
სიმაღლე: 186 სმ
კარიერა: "სპორტინგი" (2002-2003); "მანჩესტერ იუნაიტედი" (2003-2009); "რეალი" (2009-დან)

რატომ ეკუთვნის
ფეხბურთში შესაძლოა, გოლი ყველაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ბევრს კი უთუოდ ნიშნავს. კრიშტიანომაც 2013 წელს 67 ოფიციალური გოლი გაიტანა!

კიდევ ერთი და, შესაძლოა, გადამწყვეტი მომენტი მუნდიალის საკვალიფიკაციო პლეი ოფი იყო, როცა რონი ფაქტობრივად მარტო გაუმკლავდა შვედეთის ნაკრებს (4 გოლი გაუტანა ორ თამაშში) და პორტუგალია უმუნდიალოდ არ დატოვა.

რატომ არ ეკუთვნის
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე კარგად მიდიოდა, სანამ ნახევარფინალში "დორტმუნდს" არ გადაეყარა. კრიშტიანო რონალდო ერთადერთია ამ სამეულში, რომელსაც 2013 წელს ერთი საკლუბო ტიტულიც კი არ მოუპოვებია.

ესპანეთის თასის ფინალში რონიმ გუნდი დააღალატა: ის გაბისთან კონფლიქტის გამო გააძევეს და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს.

რონალდოს წლის ჰაილაითები
6 იანვარი: რონიმ კარიერაში პირველად უკაპიტნა "რეალს" და "რეალ სოსიედადთან" დუბლით 10-კაციან გუნდს მოაგებინა.

27 იანვარი: "ხეტაფეს" კარში ჰეთთრიკი შეასრულა და საკლუბო კარიერაში 300-გოლიან ზღვარს გადააბიჯა.

10 თებერვალი: ჰეთთრიკი "სევილიას" კარში მის კარიერაში 21-ე იყო.

13 თებერვალი: პირველად ითამაშა ყოფილი კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და გოლიც გაუტანა.

26 თებერვალი: "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" კარში ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა, ამჯერად სულაც დუბლი შეასრულა.

5 მარტი: "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნება გამარჯვების გოლით აღნიშნა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, თუმცა გოლი არ უზეიმია.

8 მაისი: გოლი "მალაგას" კარში მისთვის მე-200 იყო "რეალის" მაისურით.

17 სექტემბერი: ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მეორე ჰეთთრიკი შეასრულა (გალათასარაი).

5 ოქტომბერი: "ლევანტეს" კარში გოლი 2013 წელს მისთვის 50-ე გამოდგა. ამ შედეგს წლის ბოლომდე ვერავინ მიაღწია, ვერც მესიმ.

30 ოქტომბერი: "სევილიას" წინააღმდეგ რონალდომ კარიერაში 23-ე ჰეთთრიკი შეასრულა.

9 ნოემბერი: რონალდომ ჰეთთრიკი ამჯერად "რეალ სოსიედადის" კარში შეასრულა.

ნოემბერი: შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ პლეი ოფში 4 გოლი გაიტანა და პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

10 დეკემბერი: "კოპენჰაგენის" კარში გოლით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა - 9 გოლი ჯგუფურ ეტაპზე.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ვერაფერიიი
0

სიახლეები პოპულარული