ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო გარდაიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო 4 იანვარს ღამე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ბენფიკისა" და პორტგალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს გული აწუხებდა.

ეუსებიომ კარიერა 15 წლის ასაკში "სპორტინგში" დაიყო საიდანაც "ბენფიკაში" გადავიდა, სადაც 15 წლის მანძილზე თამაშობდა.

ეუსებიო პორტუგალიის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა, ხოლო ვიცე-ჩემპიონი სამჯერ.

"ბენფიკასთან" ერთად ეუსებიომ ერთხელ ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო თასის ფინალში სულ სამჯერ გავიდა.

1966 წელს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა და 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ერთი წლით ადრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა ამ ქვეყნიდან 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამ კაცის იყო და მერე სხვების...ღმერთო აცხონე ასეთი კაცები და ამათი ნიჭის 10 პროცენტი მიეცი ჩვენ ბიჭებს
0
1996 წელს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა და 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ერთი წლით ადრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
=---------------------------

1996 წელს ყავარჯნებით თამაშობდა ???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული