"ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - რეი ჰადსონი.
"მე ვლაპარაკობ ჩემს ჰომოსექსუალობაზე, რადგან მსურს, რომ ამ საკითხზე სპორტსმენებს შორის საუბარი დაიწყოს. იმის გასაანალიზებლად, რომ გეი ვიყავი, საკმაოდ რთული და გრძელი პროცესის გავლა მომიწია - მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ მერჩივნა სხვა კაცთან ერთად მეცხოვრა. ჰომოსექსუალობა ინგლისში,
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბეწვის ხიდზეა. დევიდ მოიესი ძალიან მეცოდება, რადგან მან ჩაიბარა იმპერია, რომელიც განწირულია დაცემისთვის. ფერგი კი ისევ იქ არის - "ნამგალიანი სიკვდილივით" დაძვრება "ოლდ ტრაფორდზე". ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოიესი ტყვიას მიიღებს, ის კი (ფერგიუსონი) გუნდის გადასარჩენად გამოხტება. რა აზრი აქვს კარიერის დასრულებას, თუ ყველა თამაშზე ისევ სტადიონზე ივლი?! წადი, დაისვენე, გოლფი ითამაშე, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარე დრო, შე ბებერო ტ..კო" - ჯოი ბარტონი.
"ბარსას" თამაში ჩავის გარეშე არაფერია - ის ჩვენი სტილის არქიტექტორია. მან ინიესტასთან, ბუსკეტსთან და მესისთან ერთად "ტიკი-ტაკა" გამოიგონა - ეს ჩავის საფირმო სტილია. ის "ბარსელონას" ლეგენდაა. გავა წლები, წარსულს გადავხედავთ და მასზე ვიტყვით: "რა დიდებული ფეხბურთელი იყო! ის არის ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე" - სანდრო როსელი.
"ჟოზე მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული. ის ამბობს, რომ "განსაკუთრებულია", რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ესა თუ ის ტიტული მოიგო, მაგრამ მე არ მომწონს ის სტილი, რომლითაც მისი გუნდები თამაშობენ. ვის ახსოვს ის "ინტერი", რომელსაც მან ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა? მას იქ მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, განსხვავებით კრუიფისგან. იგივე შემიძლია ვთქვა დი მატეოზე - მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ის გუნდი ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობდა. მე ბედნიერი ვარ, რომ "ბარსელონაში" ვთამაშობ, რადგან ჩვენს გუნდს განსაზღვრული ფილოსოფია გააჩნია" - ჩავი.
"არასდროს მინახავს ფრანკ რიბერის მსგავსი ხასიათის მქონე ფეხბურთელი. ის ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ მომენტში ბოლომდე იბრძვის, გაუჩერებლად დარბის და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება. ჩემთვის პატივია, რომ ფრანკის მწვრთნელი ვარ" - პეპ გვარდიოლა.
"ვფიქრობ თუ არა, რომ ალექსზე ან მარკინიოსზე ნაკლები ვარ? არა. მე ერთხელ მითხრეს: "შენ მესამე ხარ". მე ვუპასუხე: "დიახ, მესამე ჩემი ნომერია, რომელიც მაისურზე მაწერია, მაგრამ გუნდში, იერარქიულად, მესამე ნომერი ნამდვილად არ ვარ" - მამადუ სახო "პარი სენ-ჟერმენის" დაცვის ცენტრში არსებული კონკურენციის შესახებ, რის გამოც მან გუნდი დატოვა და "ლივერპულში" გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"