"მე ყველაფერი მოვიგე "ბაიერნთან" ერთად და კარგი სეზონი მქონდა. რონალდომ კი პირიქით, ვერაფერი მოიგო. არ განვიცდი, მაგრამ ცოტა არასასიამოვნოა, რადგან ვთვლი, რომ "ოქროს ბურთი" მეკუთვნოდა. თუმცა მას მერე, რაც ხმის მიცემა ორი კვირით გადაავადეს, რაც აქამდე არასდროს
ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, ერთი მხრივ, ფრანგია, დაახლოებით ისეთივე, როგორც რიბერი და მეორე მხრივ, მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბის წევრი. რონალდო კი "რეალში" თამაშობს - თუ არ იცოდით, შეგახსენეთ. ორცეცხლშუა მყოფმა ზიზუმ მეტ-ნაკლებად შუალედური პოზიცია შეინარჩუნა, მაგრამ ცოტათი უფრო მაინც პორტუგალიელის მხარი დაიჭირა.
"ჩვენ სკანდალზე ლაპარაკი არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ გასაგებია, რომ ფრანკს ფანტასტიკური წელი ჰქონდა და აღიარებას იმსახურებდა. თუმცა არსებობს სამი კრიტერიუმი: ფეხბურთელის გამოსვლა გუნდში, მისი იმიჯი და ინდივიდუალური შედეგი. სხვაობა იმაშია, რომ კრიშტიანომ 69 გოლი გაიტანა" - თქვა ზიდანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"