ელიტარული ქრთამი

AutoSharing Option
შვეიცარიული გაზეთი "თაგეს ანცაიგერი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, საფეხბურთო სამყაროში კარგად ცნობილმა სამმა ჩინოვნიკმა ათი წლის წინ ქრთამი აიღო. ესენი არიან ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა, აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ისა ჰაიატუ და სამხრეთამერიკული ფეხბურთის შეფი ნიკოლას ლეოსი. გაზეთი ირწმუნება, რომ ამ სამეულმა თანხები უკანონო გზით ერთ-ერთი აწ უკვე გაბანკროტებული ფირმისგან მიიღო, სანაცვლოდ კი მას სატელევიზიო უფლებების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ ტეიშეირაც, ჰაიატუცა და ლეოსიც დღემდე არიან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული