მარადონა: პელე მსოფლიოს ფეხბურთსა და ბრაზილიურ სპორტში ყოველთვის მეორე იქნება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ფიფას მიერ პელესთვის "ოქროს ბურთის" გადაცემის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

"როგორ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ პელემ "ოქროს ბურთი" ჩემამდე მიიღო? მე ჯილდო პარიზში 1996 წელს მივიღე.

ამიტომ განცხადება, რომ პელემ "ოქროს ბურთი" ჩემამდე მიიღო, მცდარია. მე ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის მსოფლიოს მეორე ფეხბურთელი იქნება მარადონას შემდეგ.

ბრაზილიაშიც კი პელე საუკეთესო სპორტსმენთა სიაში მეორეა აირტონ სენას (ფორმულა 1-ის პილოტი) შემდეგ.

პელე ყოველთვის მეორე იქნება, როგორც მსოფლიო ფეხბურთში, ისე ბრაზილიურ სპორტში.

მიმდინარე წელს "ოქროს ბურთის" მფლობელზე საუბრისას მან
კრიშტიანო რონალდოს მაგივრად კრიშტიანო ლეონარდო თქვა.

ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს პელე",
- თქვა მარადონამ.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
პელე ხელით არ იტანდა, შე ნარკომანო!
irakli
21:37 27-01-2014
0
ორივეს ეპოქას მოვსწრებივარ და მათი თამაშებიც ბლომად მინახავს. ვთვლი, რომ დიეგო უფრო ძლიერი იყო და სიმართლესაც ყოველთვის დაურიდებლად ამბობდა. რაც შეეხება ხელით გატანილ გოლს, ნეტავ თუ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც რუსეთის კარში ხელით გატანილ გოლს აღიარებდა? (ვინც არ იცით, მაშინ ახალი დამთავრებული იყო ინგლის-არგენტინის ომი)
futboll
23:53 27-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული