პაულუ ბენტუ: დანიის ნაკრები ჩვენთვის რთული მეტოქეა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგა და სხვა ნაკრებებთან ერთად, პორტუგალიის ეროვნული გუნდის მეტოქეებიც გაირკვა.

პაულუ ბენტუს შეგირდები I ჯგუფში დანიის, სერბეთის, სომხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.

"ჩვენ ვითამაშეთ დანიისა და სერბეთის ნაკრებებთან ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე.

2008 წელს ორჯერ ვითამაშეთ სერბეთთან. 2010 და 2012 წლებში დანიის ნაკრებს 4-ჯერ შევხვდით და მხოლოდ ერთხელ მოვუგეთ. ასე რომ, ისინი რთული
მეტოქეები არიან ჩვენთვის,"
- განაცხადა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფს დაემატება საფრანგეთის ნაკრები, რომელიც კონკურს გარეშე იასპარეზებს ზემოთ აღნიშნულ ნაკრებებთან.

მომზადებულია portugoal.net-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული