„ინვერნესის“ მეკარემ რაიან ისონმა თამაშის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე „რეინჯერსის“ თავდამსხმელს კენი მილერს პენალტი აუღო, რითაც ჯერ ერთი თავის გუნდს შეუნარჩუნა ქულა, მეორეც „რეინჯერსს“ ორი დააკარგვინა და მესამეც, მილერს მიმდინარე ჩემპიონატში 20-ე გოლის გატანის საშუალება არ მისცა. და კიდევ: „ინვერნესის“ თავკაცი ტერი ბატჩერი - 1986-90 წლებში „რეინჯერსის“ ფეხბურთელი და კაპიტანი - რაც თავის ახლანდელ სამსახურშია, „რეინჯერსთან“ არ დამარცხებულა.
ამ ტურში გადაიდო სამი შეხვედრა, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესო „სელტიკი“-„კილმარნოკი“ იქნებოდა. „ჰართსმა“ აუტსაიდერი „აბერდინი“ დაიჭირა და 5:0 გადაურბინა, „სენტ ჯონსტონმა“ კი „სენტ მირენს“
ინვერნესი-რეინჯერსი 1:1
1:0 ჰეიესი (31), 1:1 მილერი (57)
ჰართსი-აბერდინი 5:0
1:0 ტემპლტონი (5), 2:0 სკაცელი (9), 3:0 ელიოტი (51), 4:0 სკაცელი (58), 5:0 ნოვიკოვას (78)
სენტ მირენი-სენტ ჯონსტონი 1:2
0:1 პერკინი (53), 1:1 ჰიგდონი (62), 1:2 კრეიგი (90)
სელტიკი-კილმარნოკი, დანდი-მოზერუელი და ჰემილტონი-ჰიბერნიანი გადაიდო
1. რეინჯერსი 15 12 2 1 35:16 38
2. სელტიკი 15 11 2 2 35:12 35
3. ჰართსი 15 9 2 4 27:13 29
4. ინვერნესი 16 7 5 4 27:19 26
5. მოზურუელი 14 7 2 5 22:16 23
6. კილმარნოკი 15 6 2 7 24:18 20
7. დანდი 14 5 4 5 15:20 19
8. სტ. ჯონსტონი 16 5 3 8 12:23 18
9. ჰიბერნიანი 15 4 3 8 17:25 15
10. სტ. მირენი 16 3 4 9 15:28 13
11. ჰემილტონი 15 2 4 9 11:29 10
12. აბერდინი 16 3 1 12 15:36 10
ბომბარდირები: 19 – მილერი (რეინჯერსი); 11 – რუნი (ინვერნესი), სემონი (კილმარნოკი); 10 - ბლექმენი (მოზერუელი); 9 – ჰუპერი (სელტიკი); 7 – გუდვილი (დანდი), სკაცელი (ჰართსი); 6 – რიორდანი (ჰიბერნიანი), ჰიგდონი (სენტ მირენი), ტემპლტონი (ჰართსი); 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), სტოკსი (სელტიკი), ჰეიესი (ინვერნესი).