უელსს სპიდი გაწვრთნის

AutoSharing Option
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გარი სპიდი დანიშნეს. ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"როცა შენს ქვეყანას სჭირდები, უარის თქმა ძნელია", - განაცხადა სპიდმა, რომელსაც ახალ თანამდებობაზე დებიუტი თებერვალში, ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული