მსოფლიოს საკლუბო - სენსაციების გარეშე

AutoSharing Option
ვიდეო
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუშინ პროგნოზები გამართლდა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "ინტერმა" ფინალში დამაჯერებლად გააღწია. კონგოური "მაზემბესგან" განსხვავებით, სამხრეთკორეულმა "სეონგნამმა" ფავორიტს ღირებული ვერაფერი დაუპირისპირა. იტალიელებმა ჩინებულად ითამაშეს, თუმცა კი ვესლი სნეიდერის მიერ მატჩის დებიუტში მიღებულმა ტრავმამ ხასიათი წაუხდინათ.

მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძლებს გამარჯვებამდე ბევრი აღარაფერი აკლდათ, მაგრამ ორბურთიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს და ვერც პენალტების სერიაში ივარგეს.


მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ნახევარფინალი

ინტერი (იტალია)-სეონგნამი (ს. კორეა) 3:0
ინტერი: ჟულიო სეზარი, ძანეტი, კორდობა, ლუსიო, კივუ (39. სანტონი), კამბიასო, პანდევი, სნეიდერი (4.
ტიაგო მოტა), სტანკოვიჩი, ეტოო, დ. მილიტო (77. მუნტარი).
სეონგნამი: ს. რიონგი, სუნგი, ოგნენოვსკი, ბ. კუკი, ს. კუკი (67. იონგი), გეონი, ძენანი (87. ჯ. რიონგი), მოლინა, ჰვანი, ჩული, ჩეოლი (68. ჯინი)
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (3), 2:0 ძანეტი (32), 3:0 დ. მილიტო (73)
არბიტრი: რ. მორენო (პანამა)


მატჩი V ადგილისთვის
პაჩუკა (მექსიკა)-ალ ვაჰდა (საემიროები) 4:2 პ. (2:2 ძ.დ.)
გოლები: 0:1 მათარი (44), 0:2 ალ ჰამადი (77), 1:2 ცვიტანიჩი (82), 2:2 ცვიტანიჩი (89)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული