უამინდობაა შოტლანდიაშიც. ინგლისისა არ იყოს, სქოთთა პრემიერლიგაშიც ორად ორი თამაში გადაურჩა ავდარს. „კილმარნოკისა“ და „ჰიბერნიანის“ შეხვედრაში ლაიამ კელიმ მასპინძელთა გუნდთან თავისი ახალი კონტრაქტი ორი გოლით აღნიშნა - „კილმარნოკი“ მეხუთე ადგილზე გადავიდა. შოტლანდიაში გადაბარგებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა გუნდთან კიდევ ორწელიწადნახევრიანი თანამშრომლობა ისურვა. მის ორ გოლს „ჰიბსის“ მოთამაშეთაგან მხოლოდ დერეკ რიორდანმა უპასუხა შორიდან მიზანში დარტყმულით. რიორდანმა მიმდინარე სეზონში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა.
„ჰართსის“ და „ინვერნესის“ მატჩი 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჰართსმა“ ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ ქულები დაკარგა და მეორე ადგილზე ვერ
„ჩემმა ბიჭებმა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიეს. 2010 წელს გუნდი სტუმრად არ დამარცხებულა და თუ ადრინდელ შედეგებსაც ჩავხედავთ, გამოდის, რომ წელიწადს გადავაჭარბეთ“.
ჰართსი-ინვერნესი 1:1
გოლები: 0:1 მანრო (17), 1:1 კაილი (25)
კილმარნოკი-ჰიბერნიანი 2:1
გოლები: 1:0 კელი (9), 2:0 კელი (43), 2:1 რიორდანი (55)
დანარჩენი შეხვედრები გადაიდო
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 15 12 2 1 35:16 38
2. სელტიკი 15 11 2 2 35:12 35
3. ჰართსი 17 10 3 4 30:15 33
4. ინვერნესი 17 7 6 4 28:20 27
5. კილმარნოკი 16 7 2 7 26:19 23
6. მოზერუელი 15 7 2 6 23:18 23
7. დანდი 14 5 4 5 15:20 19
8. სტ. ჯონსტონი 16 5 3 8 12:23 18
9. ჰიბერნიანი 16 4 3 9 18:27 15
10. სტ. მირენი 16 3 4 9 15:28 13
11. ჰემილტონი 15 2 4 9 11:29 10
12. აბერდინი 16 3 1 12 15:36 10
ბომბარდირები: 19 – მილერი (რეინჯერსი); 11 – რუნი (ინვერნესი), სემონი (კილმარნოკი); 10 - ბლექმენი (მოზერუელი); 9 – ჰუპერი (სელტიკი); 7 – გუდვილი (დანდი), რიორდანი (ჰიბერნიანი), სკაცელი (ჰართსი); 6 –ჰიგდონი (სენტ მირენი), ტემპლტონი (ჰართსი); 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), სტოკსი (სელტიკი), ჰეიესი (ინვერნესი), კაილი (ჰართსი).