"რეალი", "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ნორვეგიელი ვუნდერკინდისთვის იბრძვიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" დაინტერესებულები არიან ნორვეგიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის შეძენით. დორტმუნდელთა მხრიდან ინტერესის შესახებ თავად 15 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომელიც ნორვეგიის კლუბ "სტრიოსგოდსეტში" ირიცხება.

"ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მესაუბრა და საკუთარი გუნდი დამიხასიათა", - განაცხადა ედეგორმა. თავის მხრივ, "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ასეთი რამ თქვა: "ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი. ბუნებრივია, მისი შეძენა შედის ჩვენს გეგმებში".

აქტიურობს "რეალიც", რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ედეგორს წინადადებით უკვე მიმართა. "სამეფო კლუბი" ნორვეგიელ ჭაბუკს გარკვეული
დროით "კასტილიაში" (კლუბის მეორე გუნდი) თამაშს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მარტინი წინა კვირაში "რეალის" საწვრთნელ ბაზას სტუმრობდა, საიდანაც სამშობლოში შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ედეგორმა დაამყარა რეკორდი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა. ბულგარეთთან საშინაო მატჩში ნახევარმცველი 64-ე წუთზე შევიდა მოედანზე. თამაშის დღეს ნორვეგიელი 15 წლისა და 297 დღის იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაბიძემაც და ზარანდიამაც ბურთის ართმევაში და ორთაბრძოლების მოგებაზე მეტი უნდა ივარჯიშონ,თანამედროვე ფეხბურთი უნივერსალიზმზეა აგებული.
malxazi
20:35 14-11-2014
0
ამას არც ზარანდია და არც არაბიძე არაფრით არ ჩამოუვარდება
irakli
20:17 14-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული