ინგლისის ბოიკოტი რუსეთში ჩასატარებელ 2018 წლის მუნდიალს?

AutoSharing Option
ფოტოზე: დევიდ ბექჰემი (მარცხნივ) და უეინ რუნი მუნდიალის მასპინძლობის კამპანიის დროს - ინგლისმა 2018-ის მასპინძლობაც წააგო და 2022-ისაც

ფიფას გარშემო აურზაური გრძელდება, ამ ამბების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ინგლისია. ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყანას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს, ოღონდ სხვებიც უნდა ავიყოლიოთო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის მასპინძელი რუსეთია.

როდესაც ამის შესახებ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს აზრი ჰკითხეს, მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

"ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ, ახლა უშუალოდ სანაკრებო საქმეებით გახლავართ დაკავებული.
ეს კი ფეხბურთის ასოციაციის კომპეტენციაა" - თქვა ჰოჯსონმა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის (FA) თავმჯდომარე გრეგ დაიკმა ფიფას მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების მასპინძლობის შესახებ ჩატარებული გამოძიების ანგარიშის სრულად გამოქვეყნება მოსთხოვა.

როგორც იცით, კორუფციისა და დარღვევის ფაქტები გამოვლინდა და დაიკს სურს, რომ ყველა დეტალი გასაჯაროვდეს. ინგლისი ამ ამბებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე იმიტომაც არის, რომ დიდი ხანია, თავადაც სურს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა.

ჩვენ კი ყოფილი მმართველის, დევიდ ბერნშტეინის სიტყვები გავიხსენოთ: "ინგლისს არ შეუძლია, მარტომ მოახდინოს გავლენა ფიფაზე. მარტონი რომ გამოვიდეთ მსგავსი ინიციატივით და რადიკალური ნაბიჯი გადავდგათ, ყველა დაგვცინებს. ახლა ფეხბურთის ასოციაციაში რომ ვმუშაობდე, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ უეფას სხვა წევრები დამერწმუნებინა იმაში, რომ მათ 2018 წლის მუნდიალს ბოიკოტი გამოუცხადონ.

აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ისეთები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერდნენ. ლაპარაკის დრო დამთავრდა, რამე უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმოქმედოთ. ფიფა ტოტალიტარული ორგანიზაციაა, რომელიც საბჭოთა კავშირს მაგონებს. ფეხბურთისადმი ნდობა და სიყვარული დღითიდღე ნელდება იმ რეჟიმის გამო, რომლითაც ფიფა ხელმძღვანელობს.

თუნდაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის არჩევა ავიღოთ, ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე სულელური არჩევანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ გამოვუცხადოთ ბოიკოტი, ვაიბც ვერ გავალთ.
ზვიადი
14:11 20-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული