ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ვარჯიშიც დაიწყო. შეგახსენებთ, ივნისში მან ზურგის ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც მოედანზე ერთხელაც არ გასულა. 32 წლის ბუფონმა განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ერთი სული აქვს, როდის იხილავს გულშემატკუივარი "იუვენტუსის" მაისურით.
გუშინ მან "ბებერი ქალბატონის" მეკარეებთან, მარკო სტორარისა და ალექს მანინგერთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვარჯიში ამაურიმაც განაახლა, რომელსაც ტრავმის გამო "იუვენტუსის" ბოლო მატჩები გაუცდა.