ესპანელებს კი ნახევარფინალში თამაში გარანტირებული ჰქონდათ, ისევე, როგორც არგენტინულ "სან ლორენსოს", რომელიც მეორე ნახევარფინალურ წყვილში დღეს "ოკლენდს" შეებმება, ახალზელანდიურ გუნდს, რომელმაც თავის მხრივ, პლეი ოფში მაროკოულ "ტეტუანს" სძლია პენალტებში, ხოლო მეოთხედფინალში ალჟირულ "ელ სელიფს" მოუგო 1:0.
თავად მატჩზე რა ვთქვათ, "კრუს ასულის" ფლირტი "სამეფო
იტალიელმა განაცხადში შეიყვანა მსუბუქად ტრავმირებული ხამეს როდრიგესიც, მაგრამ მინდორზე არ გამოიყვანა. ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა ლუის ფერნანდო ტენაც, მაგრამ აბა, რას გახდებოდა?
თუმცა პრესტიჟის გოლის გატანა მექსიკელებს შეეძლოთ, მაგრამ რამოსის მიერ აკიდებული პენალტი ხერარდო ტორადომ, რომელმაც მეოთხედფინალში ორი პენალტი შეაგდო, ვერ გაიტანა. იკერ კასილიასი ზედიზედ ორი მატჩია, თერთმეტმეტრიანს იგერიებს.
"რეალმა" კი შესვენების მერეც ორჯერ იხეირა და ეს აკმარა მეტოქეს. მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, გარეთ ბეილმაც იხეირა და წერტილი ისკომ დასვა, რომელმაც საჯარიმოში წაუცეკვა და დარტყმაც ზუსტი შეასრულა. კრიშტიანო რონალდოს ამჯერად არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი კი გააკეთა. თითო პასით გამოირჩნენ ტონი კროოსი და დანიელ კარვახალი (მშვენიერი სოლო-რეიდის მერე). "რეალმა" დამაჯერებლად, მშვიდად და ლამაზად გაისეირნა ფინალისკენ.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
კრუს ასული (მექსიკა)-რეალი (ესპანეთი) 0:4
გოლები: 0:1 რამოსი (15), 0:2 ბენზემა (36), 0:3 ბეილი (50), 0:4 ისკო (72)
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 13-8 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 14(8)-18(12) ბურთის ფლობა: 43%-57%
კრუს ასული (4-2-3-1): კორონა - ფლორესი, ფ. როდრიგესი, ხ. დომინგესი, პინტო - ტორადო, ბერნარდელო - ხიმენესი (65. ფაბიანი), როხასი (76. ვალადესი), ფორმიკა - პავონე (65. ბარერა)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, რამოსი (64. ვარანი), მარსელო - ილიარამენდი, კროოსი (73. ხედირა), ისკო (76. ხესე) - ბეილი, რონალდო, ბენზემა
გაფრთხილება: - რამოსი
მატჩი მე-5 ადგილისთვის
17 დეკემბერი
ელ სელიფი (ალჟირი)-ვესტერნ სიდნეი (ავსტრალია) 20:30
ნახევარფინალი
სან ლორენსო (არგენტინა)-ოკლენდი (ახალი ზელანდია) 23:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"