ყატარს, შესაძლოა, მუნდიალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან

AutoSharing Option
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა თეო ცვანციგერმა განაცხადა, რომ ყატარმა, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს, თუ 2015 წლის მარტამდე შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებს არ შეიტანს.

ცვანციგერის აზრით, მუნდიალი ყატარში არ გაიმართება.

"ყატარმა 2015 წლის 10 მარტამდე დამოუკიდებელი კომისია უნდა შექმნას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მიმდინარე სამუშაოებზე ადამიანის უფლებების დაცვას თვალი ადევნოს.

ამ დრომდე არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით. ამის შემდეგ ციურიხში, ფიფას კონგრესზე ეროვნული ფედერაციები ხმის მიცემას დაიწყებენ, ჩამოართვან თუ არა ყატარს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

ჩემი პირადი
აზრია, რომ მუნდიალი ყატარში არ ჩატარდება. ექიმები ამბობენ, რომ ამ პირობებში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ", - თქვა ცანციგერმა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რაა,რაუნდა ყატარში მუნდიაალს !!!
Bacho
21:27 17-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული