ადვოკატი მაიკლ გარსია: ფიფაში პრობლემებზე თვალს ხუჭავენ

AutoSharing Option
მაიკლ გარსია, ამერიკელი ადვოკატი, რომელიც ფიფაში დამოუკიდებელ გამომძიებლად მუშაობდა და სპეციალური მოკვლევა ჩაატარა ამ ორგანიზაციაში არსებული კორუფციის შესახებ, პროტესტის ნიშნად პოსტიდან გადადგა.

საქმე ის არის, რომ მის მიერ მოყვანილ ფაქტებს ასევე ფიფას მიერ დაქირავებულმა თავისუფალმა მოსამართლემ ჰანს-იოაჰიმ ეკერტმა "არასაკმარისი" უწოდა. გარსიამ აღნიშნა, რომ ფიფაში იმდენი სითამამე არავის აღმოაჩნდა, რომ პრობლემებზე თვალი არ დაეხუჭათ და საქმე გაეგრძელებინათ.

იმავე აზრზეა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. "ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო და გარკვეულიყო. ეს ფიფას კიდევ ერთი წარუმატებლობაა" - თქვა პლატინიმ.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული